პროექტები


                                               სოციალური პროექტის გეგმა
                                                     „წითელა“

სოციალური პროექტის ხელმძღვანელი
სახელი,  გვარი: ნანი კარელიძე
სკოლა: სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტი ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლა
თემის დასახელება: „წითელა“
ვადები/ხანგრძლივობა:  2 კვირა
მონაწილეთა ასაკი:  8-9 წელი

  1. პროექტის იდეა: რა არის „წითელა“ ?

  1. პროექტის აქტუალობა:  ამ თემის შესწავლა მნიშვნელოვანია იმით, რომ ძალიან არის გავრცელებული „წითელა“. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია, თუ როგორ შეძლონ დაიცვან თავი ამ დაავადებისაგან.
  პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალებების შესრულებისას.
   პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემების გამოძიებისაკენ უბიძგებს, რაც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებს;
მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას და თანატოლებთან ურთიერთობას , რაც მნიშნელოვან როლს თამაშობს მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში. უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოსწავლეებისაგან მოითხოვს: შემოქმედებით მიდგომას, ხელს უწყობს არსებული ცოდნის გააქტიურებას და უყალიბებს პრობლემის ანალიზის, მიზნების ჩამოყალიბებას, ურთიერთთანამშრომლობას, სამუშაოს დროში განაწილებას, შეფასების უნარ ჩვევებს.

  1. პროექტის მიზნები: მოიძიონ ინფორმაცია მწვავე ვირუსული დაავადების
           „წითელას“ შესახებ. ისწავლონ, თუ როგორ დაიცვან თავი ამ დაავადებისაგან.
            ჩამოუყალიბდეთ კვლევა-ძიების, ჯგუფური მუშაობის  უნარ-ჩვევები.


  1. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლე თეორიულ ცოდნას მიიღებს „ წითელას“ დაავადების  შესახებ. ისწავლიან, რა არის წითელა და როგორ დაიცვან თავი ამ ინფექციისაგან. გამოუმუშავდებათ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები, პრობლემის განსაზღვრისა და გადაჭრის უნარი, ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
       მოსწავლეებს განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარები:  კრიტიკული აზროვნება   
      და პრობლემის გადაჭრის უნარი, შემოქმედებითი უნარები, კომუნიკაციის უნარი,
     ინფორმაციის  შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

  1. პროექტისათვის საჭირო რესურსები:  მოსწავლეები, სკოლის ექიმი, უფროსი  ასაკის ადამიანები, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფორმატის ფურცლები, კალამი,  ფლომასტერები. პროგრამა PowerPoint-ი.

  1. პროექტის მსვლელობა: მესამე კლასში არის 18 მოსწავლე. კლასი გაიყოფა 3 ჯგუფად. ერთ ჯგუფს დავავალებ სკოლის ექიმისგან მიიღონ ინფორმაცია „წითელას“ შესახებ. მეორე ჯგუფი მასწავლებელთან ერთად მოიძიებს ინფორმაციას ამ ინფექციის შესახებ. მესამე ჯგუფი ოჯახში, უფროს ადამიანებთან  ჩაატარებენ გამოკითხვას, როგორ მკურნალობდნენ ძველად „წითელა ბატონებს“. სამივე ჯგუფი შეაჯამებს მიღებულ ინფორმაციას და მოახდენენ პრეზენტაციას, ერთობლივად  შექმნიან კედლის გაზეთს. PowerPoint-ში ააწყობენ პრეზენტაციას.


  1. მოსწავლეთა შეფასება: მოსწავლეთა შეფასება მოხდება ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების საფუძველზე. მასწავლებლის მიერ  მოხდება დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა ჯგუფების  მუშაობის დროს.  თითოეული მოსწავლე  შეფასდება  ჩართულობისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის  მიხედვით.

      8.  პროექტის ხელმძღვანელი: ნ. კარელიძე
9.  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nkarelidze61@gmail.com
10.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი : http://nana1961.blogspot.com



მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა არის წითელა?
თემატური კითხვები
  1. რა არის ვირუსული ინფექცია?
  2. რა ვიცით წითელას შესახებ?
  3. როგორ დავიცვათ თავი ინფექციებისგან?
შინაარსობრივი კითხვები
  1. როგორი დაავადებაა წითელა?
  2. რა არის წითელას გავრცელების მიზეზი?
  3. რა სიმპტომებით ხასიათდება წითელა?
  4. ვინ იმყოფება წითელას ვირუსით დაავადების რისკის ქვეშ?
  5. როგორ შევძლოთ წითელას პრევენცია?
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
ვ–მ–ვ ცხრილი
დღიური



თვითშეფასება
თანატოლთა შეფასება
ჯგუფზე დაკვირვება
დაკვირვება–ჩანიშვნები
პროექტის  გეგმა

პრეზენტაცია
ვ–მ–ვ ცხრილი
გაზეთის შექმნა
პროექტისათვის საჭირო მასალები
ფოტოკამერა

კომპიუტერი

ინტერნეტრესურსები

 სხვა
  ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობა.

ჯგუფური მუშაობა, ინფორმაციის მოძიება ექიმისგან, ინტერნეტსივრციდან, უფროსი ასაკის ადამიანებისგან.
 მასალის  დამუშავება, გააზრება, ანალიზი, შეფასება, სლაიდების მომზადება, გაზეთის შექმნა, პრეზენტაცია PowerPoint-ში.




                       სოციალური პროექტის „ წითელას“ რეფლექსია
    პროექტის იდეა გაჩნდა იმიტომ, რომ ძალიან არის გავრცელებული „წითელა“.  საქართველოში  ზამთრის პერიოდში დაფიქსირდა  წითელას  335 შემთხვევა.
    ბოლო წლებში, წითელას ეპიდემიოლოგიამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც გამოიხატა შემთხვევათა შორის უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილების წილის ზრდაში.  საქართველოშიც, 2004-2005 წლების ეპიდემიიდან მოყოლებული და 2013 წლის ეპიდემიის პერიოდში წითელას შემთხვევების უმეტესობა დარეგისტრირდა  მოზრდილებში.  დაავადების მოზრდილ ასაკობრივ ჯგუფში „გადანაცვლებამ“ კი წამოჭრა ახალი პრობლემები, როგორიცაა მოზრდილ მოსახლეობაში დაავადების პრევენციისა და ეპიდემიურ აფეთქებაზე საპასუხო ღონისძიებების გატარების სირთულე, აგრეთვე დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობა და გართულებების მაღალი რისკი.
   2016-2017წლების მონაცემებით წითელას შემთხვევების მატება დაფიქსირდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში - რუმინეთში,  იტალიაში, ავსტრიაში, ტაჯიკეთში, ლიტვასა და ყაზახეთში, მათ შორის საქართველოშიც. 2019 წლის ზამთარში კვლავ  იჩინა თავი წითელას ეპიდემიამ საქართველოში.
  ამიტომ გადავწყვიტე მოსწავლეებთან ერთად განმეხორციელებინა პროექტი „წითელა“. პროექტი  დავიწყეთ მოსამზადებელი ფაზით.   მოსწავლეებს განვუმარტე პროექტის  მიზანი, გავაცანი პროექტებით სწავლების მეთოდის მიმდინარეობა და ის წესები, როგორც უნდა წარიმართოს პროექტი.  წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით შევავსებინე სქემის ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“  ნაწილები.
    პროექტის განხორცილების დროს მოსწავლეებთან ერთად მივაღწიე დასახულ მიზანს. ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. ბავშვები გავანაწილე ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს დავავალე სხვადასხვა აქტივობა.  ბავშვები ჯგუფებში ხალისით ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას, ერთმანეთს ეხმარებოდნენ. PowerPoint-ში გააკეთეს პრეზენტაცია, გამოუშვეს კედლის გაზეთი.
    მოსწავლეებს განუმტკიცდათ ურთიერთთანამშრომლობის უნარი, ისწავლეს ინფორმაციის მოძიების სხვადასხვა გზები.  პროექტის აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
   მომავალში ყველა პროექტს დავგეგმავ და განვახორციელებ ე.ს.გ-დან გამომდინარე.


                            მოსწავლის  ჯგუფში მუშაობის შეფასების სქემა
                      კრიტერიუმები
          დიახ
        არა
მოსწავლეს შეუძლია მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობაში. შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებათა მოსმენა, გათვალისწინება და განვითარება.


მოსწავლე უმიზეზოდ არ აცდენს ჯგუფის არცერთ შეხვედრას, კეთილსინდისიერად და დროულად ასრულებს დავალებას.


მოსწავლეს ჯგუფის სხვა წევრებთან პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა







  


No comments:

Post a Comment