Monday, July 1, 2019

მათემატიკის წრის რეფლექსია


                                    მათემატიკის წრის რეფლექსია


  2018-19 სასწავლო წლის  I სემესტრში  მე-3 კლასის მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად, მათემატიკაში მოსწავლეთა არათანაბარი მომზადების გამო, გადავწყვიტე   მე-2 სემესტრში ჩამომეყალიბებინა მათემატიკის წრე  მე-3 კლასში, სახელწოდებით „ვსწავლობთ მათემატიკას“.  წრეში გავაერთიანე სუსტი მოსწავლეები.  წრის მიზანი იყო  მოსწავლეთა ცოდნის დონის გაღრმავება ე.ს.გ. განსაზღვრული საპროგრამო მასალის მოთხოვნების მიხედვით.         
    წრის მუშაობის შესახებ ვაცნობე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა და მეცადინეობის ხანგრძლივობა.  წრის შექმნის შესახებ გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში საკუთარ ბლოგზე: “nana1961.blogspot.com”.
  მეცადინეობას  ვატარებდი 2018-2019 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, მე-6-ე გაკვეთილზე. წრის მუშაობის ხანგრძლივობა იყო 45 წუთი.  წრეში გაერთიანდა 7 მოსწავლე: ბესო ქიტიაშვილი, გიორგი ხეთაგური,  ანნა მეხრიშვილი,  გვანცა ღვალაძე,  სოსო გოგიჩაშვილი,  რეზო გეგელაშვილი და  ოთარი ჩოჩიშვილი.  სულ ჩავატარე 19 მეცადინეობა.  
   თითოეული წრის მეცადინეობის თემა გავწერე მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე, გავითვალისწინე I სემესტრის განვლილი მასალიდან რომელ საკითხებში ესაჭიროებოდათ დახმარება და გამეორება მოსწავლეებს.
   თემების ჩამონათვალი ასეთი იყო:
·         მრავალნიშნა  რიცხვები და მათი მოქმედებები
·         რიცხვების  შედარება და დალაგება თანრიგების  მიხედვით    
·         ნატურალური რიცხვები, მათზე მოქმედებები სხვადასხვა ხერხის გამოყენებით               
·         გეომეტრიული ფიგურები
·         რიცხვების გაორმაგება-განახევრება
   ამ თემების გამეორებით მოსწავლეებმა უკეთ შეძლეს სამნიშნა, ოთხნიშნა  რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა, მათი წარმოდგენა სათანრიგო ერთეულებად.  რიცხვის ჩაწერა გაშლილი სახით, შეკრება-გამოკლების შესრულება. ხალისით ასრულებდნენ „ვიპ“ სავარჯიშოებს.
  მათემატიკის წრის ბოლო გაკვეთილზე მოვახდინე მოსწავლეთა პრაქტიკული ცოდნის შეჯამება.
   მოსწავლეებსა და მშობლებს დავურიგე გამოკითხვის ანკეტა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ჩემს მიერ ჩატარებული მათემატიკის წრის გაკვეთილები  წარიმართა მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. სასწავლო გარემო იყო მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული, სასიამოვნო და კეთილგანწყობილი.                                                                                                                  ჩემი აზრით,   მე-3 კლასელებისთვის მათემატიკის საწრეო მუშაობა მეტად ნაყოფიერი გამოდგა.    საწრეო მუშაობის მეცადინეობებზე, მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით,  ვიყენებდი ჯიპრაიდისა და კინგსის ოლიმპიადის სახალისო სავარჯიშოებს. 
   საწრეო მუშაობაზე მოსწავლეთა უმრავლესობამ შეძლო დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა 2-3 მოსწავლე ძალიან სუსტია და მათთან მომავალშიც აუცილებელია დამატებითი მეცადინეობების ჩატარება.
 
 აქვე წარმოგიდგენთ წრის მუშაობის პროცესში გადაღებულ სურათებს:

 
     

    



       
          


          

No comments:

Post a Comment