Monday, July 1, 2019

მათემატიკის წრე


                                 საწრეო მუშაობა მათემატიკაში                              
                                   წრის დასახელება: „ვსწავლობთ მათემატიკას“
წრის ხელმძღვანელი: ნანი კარელიძე, ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლა
საგანი: მათემატიკა
კლასი: დაწყებითი საფეხური, III კლასის მოსწავლეები
მეცადინეობა ჩატარდება 2018-2019 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, მე-6-ე გაკვეთილზე.
წრის მუშაობის ხანგრძლივობაა 45 წუთი.




                  მათემატიკის წრის მუშაობის მიზანი
მათემატიკაში მოსწავლეთა არათანაბარი მომზადების გამო, გადავწყვიტე მათემატიკის წრის ჩამოყალიბება მე-3 კლასში. წრეში გაერთიანდებიან სუსტი მოსწავლეები.
წრის მიზანი:  მოსწავლეთა ცოდნის დონის გაღრმავება ე.ს.გ. განსაზღვრული საპროგრამო მასალის მოთხოვნების მიხედვით. მოსწავლეებმა შეძლონ ნატურალურ რიცხვებზე მათემატიკური მოქმედებების შესრულება სხვადასხვა ხერხის გამოყენებით. მათი შედარება, დალაგება მეტობა-ნაკლებობით.  
  მოსწავლეებს განუვითარდეთ დაკვირვების, ანალიზის, სინთეზის, ლოგიკური აზროვნების უნარები. გაუღვივდეთ მათემატიკის შესწავლის ინტერესი, დაეუფლონ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. გამოუმუშავდეთ მიღებული ცოდნის შერჩევის უნარი მათემატიკური მოქმედებების შესრულების დროს. გაკვეთილზე შესწავლილი  მასალის საფუძვლიანი ათვისება.

მათ.დაწყ.(III).1.  მოსწავლეს შეუძლია ნატურალური რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.
·         მოსწავლე კითხულობს და გამოსახავს რიცხვებს, განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში; ახდენს ათობითი პოზიციური სისტემის დემონსტრირება სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
·         ასახელებს რიცხვის ჩანაწერში სხვადასხვა თანრიგში მდგომი ციფრის მნიშვნელობას, წარმოადგენს რიცხვს სათანრიგო შესაკრებების სახით.
·         ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს, ასახელებს მოცემული რიცხვის უხლოეს ათეულს, ასეულს.

მათ.დაწყ.(III).2. მოსწავლეს შეუძლია შეკრება-გამოკლების შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება.
·         კონკრეტული მაგალითისათვის ირჩევს და იყენებს ზეპირი ანგარიშის (შეკრება-გამოკლება) სხვადასხვა ხერხს.                                                                                                                                     

მათ. დაწყ. (III). 3. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულება, მათი შეკრება-გამოკლების მოქმედებებთან და ერთმანეთთან დაკავშირება.
·         ახდენს გამრავლების მოქმედების მრავალჯერადი შეკრებით დემონსტრირებას, ხოლო გაყოფის მოქმედების დემონსტრირებას- გროვის ტოლი რაოდენობის ჯგუფებად დაყოფით.

მათ.დაწყ.(III).8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა
·         ამოიცნობს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს
·         განასხვავებს ფიგურის ელემენტებს, ასახელებს წვეროს, წიბოს, წახნაგს.


                              მათემატიკის წრის წევრთა სია:
1.      ბესო ქიტიაშვილი
2.      გიორგი ხეთაგური
3.      ანნა მეხრიშვილი
4.      გვანცა ღვალაძე
5.      სოსო გოგიჩაშვილი
6.      რეზო გეგელაშვილი
7.      ოთარი ჩოჩიშვილი



                                   მათემატიკის წრის სამუშაო გეგმა

N
         თემის  დასახელება
             აქტივობა
   რესურსი
რიცხვი
  1.
ვკითხულობთ და გამოვსახავთ რიცხვებს
100-მდე რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა, რიცხვების დაშლა სათანრიგო შესაკრებებად
დაბეჭდილი სამუშაო ფურცლები, კალამები, დაფა, ცარცი
30.01
  2.
მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვები
რიცხვების ჩაწერა, რომელია წინა, რომელია მომდევნო. გამოტოვებული რიცხვის ამოცნობა.
თაბახის ფურცლები, კალამები, დაფა, ცარცი
6.02
  3.
რიცხვების შედარება
რიცხვების დალაგება ზრდადობითა და კლებადობით. მაგალითების შედგენა დამოუკიდებლად
დაბეჭდილი სამუშაო ფურცლები, კალმები
13.02
  4.
ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვები, შედარება
ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების დაჯგუფება, შედარება, რომელია მეტი, რომელია ნაკლები
თაბახის ფურცლები, კალმები, დაფა, ცარცი, ჩხირები, პატარა კუბიკები
20.02
  5.
ათეულზე გადასვლით შეკრება-გამოკლება
რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებების გამოყენება, რიცხვის 10-მდე შევსება. თამაში „გაიარე თაღქვეშ“.
თაბახის ფურცლები, კალმები, დაფა, ცარცი, ჯიპრაიდის სარეკომენდაციო აქტივობები
6.03
  6.
რიცხვების გაორმაგება-განახევრება 100-ის ფარგლებში
რიცხვებზე მოქმედებების თვისებები, გაორმაგების, განახევრების მოქმედება
დაბეჭდილი თაბახის ფურცლები, კალმები, კუბიკები, ჩხირები
20.03
  7.
ბრტყელი ფიგურები
ბრტყელი ფიგურების დასახელება, ამოცნობა. ფიგურის ელემენტების დასახელება, ხელოვნების ნიმუშების ფოტოასლებში გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა.
თაბახის ფურცლები, ფანქრები, ჯიპრაიდის სარეკომენდაციო აქტივობები
27.03
  8.
მონაცემების ამოკრება და დაჯგუფება ტექსტიდან
მონაცემების შეგროვება გამოკითხვით, მაგ: კლასში რამდენ ბავშვს უყვარს სპორტი, ცეკვა, სიმღერა.
თაბახის ფურცლები, ფანქრები, კალმები, დაფა, ცარცი.
3.04
  9.
შეკრებისა და გამოკლების სხვადასხვა ხერხები
ზეპირი შეკრებისა და გამოკლების სხვადასხვა ხერხების გამოყენება
დაბეჭდილი თაბახის ფურცლები, კალმები
10.04
10.
ორნიშნა რიცხვების შეკრება
შეკრების სხვადასხვა ხერხების დაუფლება, მაგალითების ამოხსნა.
დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, კალმები, ჩხირები
17.04
11.
ამოვიცნოთ ფიგურა
გეომეტრიული და სივრცითი ფიგურების ამოცნობა
ხელოვნების ნიმუშების სურათები, თაბახის ფურცლები, ფანქრები
24.04
12.
მოისაზრე
ამოცანები საზრიანობის გასააქტიურებლად
მე-3 კლასის (გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე) მათემატიკის სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი
1.05
13.
ამოცანების ამოხსნა
ჯიპრაიდის სარეკომენდაციო სავარჯიშოები
თაბახის ფურცლები, კალამი, ბუკი
8.05
14.
ვიპ
სწრაფი აზროვნების უნარის გამომუშავება
დაბეჭდილი თაბახის ფურცლები, კალამი
15.05
15.
სამნიშნა, ოთხნიშნა რიცხვები
რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა
დაფა, ცარცი თაბახის ფურცლები, ფანქრები, საანგარიშო
22.05
16.
ასეულები, ათასეულები
აქტივობა: ვიცი, არ მეშლება
ბუკი, დაფა, ცარცი, რვეული, კალამი
29.05
17.
რიცხვების წარმოდგენა სათანრიგო ერთეულებად
რიცხვების დაშლა თანრიგებად
თაბახის ფურცლები, კალამი, დაფა, ცარცი
5.05
18.
შემაჯამებელი სამუშაო: რა ვისწავლეთ
კითხვარის შევსება
დაბეჭდილი თაბახის ფურცლები, კალამი
12.05




                                                              

No comments:

Post a Comment