Monday, July 1, 2019


                  ქართული ენის წრის რეფლექსია

   2018-2019 სასწავლო წლის მე-2 სემესტრის დასაწყისში  მე-3 კლასში ჩამოვაყალიბე ქართული ენის წრე სახელწოდებით „ჩვენ გვიყვარს კითხვა“. წრის შექმნის შესახებ გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში საკუთარ ბლოგზე: “nana1961.blogspot.com”, მოვიწვიე მშობელთა კრება, გავაცანი მათ წრის მიზანი, სამუშაო გეგმა. წრის მუშაობით დაინტერესდნენ მშობლები და სურვილი გამოთქვეს თუ მომავალ სასწავლო წელსაც  გაგრძელდებოდა წრის მუშაობა.  შევთანხმდით დროზე, რომელ დღეს ჩატარდებოდა  და რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. წრეში გაერთიანდა 10 მოსწავლე.
   წრის მიზანი იყო მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა კითხვისადმი, წაკითხული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ანალიტიკური აზროვნების უნარის, თანამშრომლობის უნარის, ზეპირმეტყველების, კომუნიკაციის, შეჯამების, დასკვნების გაკეთების უნარი, მსჯელობის, წაკითხული ტექსტის გაგებისა და გააზრების უნარი.
  სემესტრის განმავლობაში ჩატარდა 19 მეცადინეობა. მოსწავლეთა დაინტერესების, მოტივაციის ამაღლების მიზნით გამოვიყენე სხვადასხვა მეთოდები. ბავშვები მსჯელობდნენ წაკითხული ტექსტის ირგვლივ, გამოთქვამდნენ თავიანთ აზრს, მუშაობდნენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად, მთელი კლასი.
    მოსწავლეებში ყველაზე მეტი დაინტერესება გამოიწვია ჯიპრაიდის საკითხავ ტექსტებზე მუშაობამ. მოსწავლეები ხალისით კითხულოდნენ ტექსტებს და ასრულებდნენ შესაბამის სავარჯიშოს.
   წრის მუშაობა მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით.
   ვფიქრობ, ჩვენი წრის მეცადინეობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, მრავალფეროვანი ტექსტებისა და სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით ისწავლეს მსჯელობა, შეძლეს წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგება, გააზრება. კიდევ უფრო განუვითარდათ თანამშრომლობის, ურთიერთშეთანხმებულად მუშაობის უნარები, გაუჩნდათ კითხვის ინტერესი.
   სხვადასხვა ხასიათის ნაწარმოებებმა, გამოყენებულმა აქტივობებმა, სახალისო სავარჯიშოებმა,  კიდევ უფრო გააღრმავა მათი ცოდნა, გამოცდილება.  წრის მუშაობა საინტერესო და ხალისიანი იყო მოსწავლეებისათვის.

  

 წრის მუშაობის პერიოდში გადავიღეთ სურათები., წარმოგიდგენთ აქვე:



                  




                


    


   




         



    
     



    

No comments:

Post a Comment