Monday, July 1, 2019


ქართული ენის წრის მუშაობის მიზანი

    მოსწავლეთა ცოდნის დონის გაღრმავება ე.ს.გ. განსაზღვრული საპროგრამო მასალის მოთხოვნების მიხედვით. კითხვის ტექნიკის დახვეწა- გაუმჯობესება, ცოდნის გაღრმავება. 
   წრის მუშაობა ხელს შეუწყობს წარმოაჩინოს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარები. მოსწავლეები შეძლებენ წიგნიერების კომპეტენციის განმტკიცებას.
ჩამოუყალიბდებათ პოზიტიური დამოკიდებულება  კითხვისა და სწავლის მიმართ.  განუვითარდებათ წაკითხულის გაგება-გააზრების უნარი, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, გამოუმუშავდებათ ზეპირმეტყველების კულტურა. განუვითარდებათ თანამშრომლობის უნარები, აუმაღლდებათ მოტივაცია. ხელს შეუწყობს მოსწავლეების ჩართვას ბიბლიოთეკაში.

    ქართ.დაწყ.(III).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
მოსწავლე:   თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, ცდილობს დაიცვას სათანადო ტემპი; 
  ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდს, მცირე ზომის ტექსტებს; 
  ხმამაღლა კითხვისას იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.

ქართ.დაწყ.(III).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება. 
 მოსწავლე: გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს;
  ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს დასკვნა;
  ასახელებს საყვარელ პერსონაჟს და ხსნის საკუთარ არჩევანს;
  ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცა ასე) და აფასებს მათ საქციელს.

ქართ.დაწყ.(III).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე სხვადასხვა მიზნით.
მოსწავლე:  წერს ინსტრუქციებს, გასაგებად წარმოადგენს საჭირო ინფორმაციას;         აღწერს კონკრეტულ საგანს/ნივთს (მცენარეს, ცხოველს, მოვლენას), წარმოაჩენს მათ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს;
  ადგენს მარტივ დიალოგებს; თანამიდევრულობის დაცვით  გადმოსცემს ინფორმაციას;
 თანამიმდევრულობის დაცვით გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის/ტექსტის ეპიზოდის შინაარსს;
 თანამიმდევრულად აგებს თხრობას;
  ცდილობს ახლად შესწავლილი სიტყვების, ფრაზების გამოყენებას (მაგ., საინფორმაციო ტექსტების შედგენისას).


     წრეში მონაწილე მოსწავლეთა სია:
1.       ქეთი ივანიძე
2.       მანანა კოპაძე
3.       მარი ხოსრუაშვილი
4.       ოთარი რობანიშვილი
5.       საბა კავსაძე
6.       ანნა მეხრიშვილი
7.       ლიზი ყაჩლავაშვილი
8.       გვანცა ღვალაძე
9.       თამარი ჭყოიძე
10.   ქეთი ყველაშვილი

                                 საწრეო მუშაობის გეგმა ქართულ ენაში


N
თარიღი
              თემის დასახელება
                  რესურსი
უნარების განვითარება
  1
29.01
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა. მეტყველების ნაწილების გახსენება, სიტყვების დამარცვლაზე ვარჯიში.
წიგნი, რვეული, კალამი, მაგნიტური დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, ფანქრები.
შემოქმედებითი უნარების განვითარება, კითხვის ტექნიკის დახვეწა
  2
05.02
„ნატვრისთვალი წიგნში“, მზია ხეთაგური
საბავშვო ქრესტომათია, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი.
კითხვის უნარების განვითარება
  3
12.02
ენის გასატეხები, ლექსების მხატვრულად კითხვა
წიგნები, თაბახის ფურცლები, ფლომასტერები, დაფა, ცარცი.
მხატვრულად კითხვის უნარების ჩამოყალიბება
  4
19.02
გრამატიკულ მასალაზე მუშაობა, არსებითი სახელები, კროსვორდის შევსება
ტექსტი, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი.
კვლევა-ძიების უნარების ჩამოყალიბება
  5
26.02
ჩემი საყვარელი ზღაპარი
წიგნები, თაბახის ფურცლები, ფლომასტერები.
პრეზენტაციის უნარის განვითარება
  6
05.03
შერჩეული ტექსტიდან ზმნების ამოკრება, წინადადებების შედგენა.
ტექსტი, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი.
კვლევა-ძიების უნარების ჩამოყალიბება
  7
19.03
საინტერესო ამბების სამყაროში, ჯიპრაიდის საკითხავი ტექსტები
სხვადასხვა სახის ტექსტები, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი, კომპიუტერი
შემოქმედებითი უნარების განვითარება, კითხვის ტექნიკის დახვეწა
  8
26.03
სულხან-საბას იგავ-არაკები
წიგნები, თაბახის ფურცლები, ფლომასტერები, რვეული, კალამი.
შემოქმედებითი უნარების განვითარება, კითხვის ტექნიკის დახვეწა
  9
02.04
ანდაზები, ჯიპრაიდის საკითხავი ტექსტები
წიგნი, რვეული კალამი, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, ფანქრები, კომპიუტერი
დაკვირვების უნარის განვითარება
10
09.04
ქართველი მწერლებისა და მსახიობების მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა ოქროს ფონდიდან
კომპიუტერი
დაკვირვების უნარის განვითარება
11
16.04
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, ფარნავაზ მეფე, მუხრან მაჭავარიანის ლექსი „ვინც იყო, -იგი, -რომ არა“
წიგნი, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი, კომპიუტერი
კვლევა-ძიების უნარების ჩამოყალიბება
12
23.04
შერჩეული ტექსტების მხატვრული კითხვა
წიგნები ბიბლიოთეკიდან
პრეზენტაციის უნარის განვითარება
13
30.04
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები
იაკობის საგანძური, რვეული, კალამი
შემოქმედებითი უნარების განვითარება, კითხვის ტექნიკის დახვეწა
14
07.05
არსებითი სახელი, ზმნა, რიცხვითი სახელი, ზედსართავი სახელი.
წიგნი, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი
კვლევა-ძიების უნარების ჩამოყალიბება
15
14.05
ჭკუის სასწავლი ამბები, „უსუნო ყვავილი“, ი. გოგებაშვილის; „შვიდფერა ყვავილი’, ზღაპარი
საბავშვო ქრესტომათია, რვეული, კალამი
შემოქმედებითი უნარების განვითარება, კითხვის ტექნიკის დახვეწა
16
21.05
კროსვორდების შევსება, ენის გასატეხები, ანდაზები
რვეული, კალამი, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, ფანქრები
ჯგუფური მუშაობის,თანამშრომ-ლობის,კითხვის უნარები განვითარება
17
28.05
ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“
ტექსტი, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი, კომპიუტერი
პრეზენტაციის უნარის განვითარება
18
04.06
ჯიპრაიდის საკითხავი ტექსტები
დაბეჭდილი ტექსტები, კალამი დაფა, ცარცი, კომპიუტერი
ჯგუფური მუშაობის,თანამშრომ-ლობის,კითხვის უნარები
19
11.06
შემაჯამებელი მუშაობა „ რა ვისწავლე“ , რეფლექსია
თაბახის ფურცლები, კალამი
პრეზენტაციის უნარის განვითარება



No comments:

Post a Comment