Monday, July 1, 2019

პროექტი "წითელა"

   სოციალური პროექტის გეგმა
                                                     „წითელა“

სოციალური პროექტის ხელმძღვანელი
სახელი,  გვარი: ნანი კარელიძე
სკოლა: სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტი ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლა
თემის დასახელება: „წითელა“
ვადები/ხანგრძლივობა:  2 კვირა
მონაწილეთა ასაკი:  8-9 წელი

  1. პროექტის იდეა: რა არის „წითელა“ ?

  1. პროექტის აქტუალობა:  ამ თემის შესწავლა მნიშვნელოვანია იმით, რომ ძალიან არის გავრცელებული „წითელა“. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია, თუ როგორ შეძლონ დაიცვან თავი ამ დაავადებისაგან. 
  პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალებების შესრულებისას.
   პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემების გამოძიებისაკენ უბიძგებს, რაც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებს;
მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას და თანატოლებთან ურთიერთობას , რაც მნიშნელოვან როლს თამაშობს მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში. უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოსწავლეებისაგან მოითხოვს: შემოქმედებით მიდგომას, ხელს უწყობს არსებული ცოდნის გააქტიურებას და უყალიბებს პრობლემის ანალიზის, მიზნების ჩამოყალიბებას, ურთიერთთანამშრომლობას, სამუშაოს დროში განაწილებას, შეფასების უნარ ჩვევებს. 

  1. პროექტის მიზნები: მოიძიონ ინფორმაცია მწვავე ვირუსული დაავადების 
           „წითელას“ შესახებ. ისწავლონ, თუ როგორ დაიცვან თავი ამ დაავადებისაგან. 
            ჩამოუყალიბდეთ კვლევა-ძიების, ჯგუფური მუშაობის  უნარ-ჩვევები. 

  1. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლე თეორიულ ცოდნას მიიღებს „ წითელას“ დაავადების  შესახებ. ისწავლიან, რა არის წითელა და როგორ დაიცვან თავი ამ ინფექციისაგან. გამოუმუშავდებათ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები, პრობლემის განსაზღვრისა და გადაჭრის უნარი, ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
       მოსწავლეებს განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარები:  კრიტიკული აზროვნება    
      და პრობლემის გადაჭრის უნარი, შემოქმედებითი უნარები, კომუნიკაციის უნარი, 
     ინფორმაციის  შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. 

  1. პროექტისათვის საჭირო რესურსები:  მოსწავლეები, სკოლის ექიმი, უფროსი  ასაკის ადამიანები, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფორმატის ფურცლები, კალამი,  ფლომასტერები. პროგრამა PowerPoint-ი.

  1. პროექტის მსვლელობა: მესამე კლასში არის 18 მოსწავლე. კლასი გაიყოფა 3 ჯგუფად. ერთ ჯგუფს დავავალებ სკოლის ექიმისგან მიიღონ ინფორმაცია „წითელას“ შესახებ. მეორე ჯგუფი მასწავლებელთან ერთად მოიძიებს ინფორმაციას ამ ინფექციის შესახებ. მესამე ჯგუფი ოჯახში, უფროს ადამიანებთან  ჩაატარებენ გამოკითხვას, როგორ მკურნალობდნენ ძველად „წითელა ბატონებს“. სამივე ჯგუფი შეაჯამებს მიღებულ ინფორმაციას და მოახდენენ პრეზენტაციას, ერთობლივად შექმნიან კედლის გაზეთს. PowerPoint-ში ააწყობენ პრეზენტაციას.


  1. მოსწავლეთა შეფასება: მოსწავლეთა შეფასება მოხდება ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების საფუძველზე. მასწავლებლის მიერ  მოხდება დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა ჯგუფების მუშაობის დროს. თითოეული მოსწავლე შეფასდება  ჩართულობისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიხედვით.

      8.  პროექტის ხელმძღვანელი: ნ. კარელიძე
9.  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nkarelidze61@gmail.com
10.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი : http://nana1961.blogspot.com 


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა არის წითელა? 
თემატური კითხვები
  1. რა არის ვირუსული ინფექცია?
  2. რა ვიცით წითელას შესახებ?
  3. როგორ დავიცვათ თავი ინფექციებისგან?
შინაარსობრივი კითხვები
  1. როგორი დაავადებაა წითელა?
  2. რა არის წითელას გავრცელების მიზეზი?
  3. რა სიმპტომებით ხასიათდება წითელა?
  4. ვინ იმყოფება წითელას ვირუსით დაავადების რისკის ქვეშ?
  5. როგორ შევძლოთ წითელას პრევენცია?
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
ვ–მ–ვ ცხრილი
დღიური


თვითშეფასება
თანატოლთა შეფასება
ჯგუფზე დაკვირვება
დაკვირვება–ჩანიშვნები
პროექტის  გეგმა
პრეზენტაცია
ვ–მ–ვ ცხრილი
გაზეთის შექმნა
პროექტისათვის საჭირო მასალები
ფოტოკამერა

კომპიუტერი 

ინტერნეტრესურსები

 სხვა
  ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობა.
ჯგუფური მუშაობა, ინფორმაციის მოძიება ექიმისგან, ინტერნეტსივრციდან, უფროსი ასაკის ადამიანებისგან. 
 მასალის  დამუშავება, გააზრება, ანალიზი, შეფასება, სლაიდების მომზადება, გაზეთის შექმნა, პრეზენტაცია PowerPoint-ში.




No comments:

Post a Comment