Monday, July 15, 2019

გაკვეთილის გეგმა: ორი ამხანაგი

გაკვეთილის თემა
ორი ამხანაგი,  ეზოპეს იგავი
საგანი
ქართული ენა

მასწავლებელი ნანი კარელიძე
საფეხური, კლასი
დაწყებითი, მე-3 კლასი
ე. ს. გ.- ს შედეგები, ინდიკატორები
ქართ. დაწყ.(III).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა. 
       მოსწავლე:
·         ამოიცნობს ტექსტის თემას; 
·          ასახელებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
·         საკუთარი სიტყვებით, თანამიმდევრულობისა და აზრობრივი შესაბამისობის  დაცვით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს
·         ამოიცნობს ტექსტის შინაარსს სათაურის მიხედვით.

ქართ.დაწყ.(III).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა
      მოსწავლე:
·         თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, ცდილობს დაიცვას სათანადო ტემპი;
·          ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდს, მცირე ზომის ტექსტებს;
·         ხმამაღლა კითხვისას იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.

ქართ.დაწყ.(III).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე სხვადასხვა მიზნით.
         მოსწავლე:
·         გადმოსცემს კონკრეტულ ფაქტს/მოვლენას საკუთარი ცხოვრებიდან;
·         ადგენს მარტივ დიალოგებს;
·         თანამიმდევრულობის დაცვით  გადმოსცემს ინფორმაციას;
·         თანამიმდევრულობის დაცვით გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის/ტექსტის ეპიზოდის შინაარსს;
·         თანამიმდევრულად აგებს თხრობას;
·         ცდილობს ახლად შესწავლილი სიტყვების, ფრაზების გამოყენებას (მაგ., საინფორმაციო ტექსტების შედგენისას).

გაკვეთილის მიზნები
    მოსწავლემ შეძლოს ტექსტის  შინაარსის გაგება-გააზრება,  პერსონაჟების დახასიათება, მთავარი აზრის გამოყოფა.
გამოხატოს ტექსტის მიმართ  თავისი დამოკიდებულება.   შეძლოს ტექსტის ირგვლივ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა, საკუთარი აზრის დასაბუთება.
    იმუშაოს ბუკში, შეასრულოს კონკრეტული დავალება.

გამოყენებული მეთოდები
ვერბალური ახსნა, კითხვა-პასუხი, დემონსტრირების მეთოდი.
წინარე ცოდნა
მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის კითხვა, გაგება, გააზრება, მითითებული ფრაგმენტის მოძიება, კითხვებზე პასუხის გაცემა.    შეუძლია კომპიუტერის ჩართვა-გამორთვა,  touch-pad-ის, კლავიატურის გამოყენება; საპრეზენტაციო ფორმატის ფაილში მარტივად მუშაობა (სლაიდშოუს რეჟიმის მართვა).

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მე-3 კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო, ავტორები: ნ. გორდელაძე, თ. კუხიანიძე
მოთხრობის დაბეჭდილი ტექსტები დაკარგული სიტყვებით  ყველა მოსწავლისათვის,
დაფა, ცარცი, კალამი.
პროგრამა PowerPoint_ში  დამზადებული დამხმარე ელექტრონული წიგნი.
პროგრამა Word -ში დამზადებული დაბეჭდილი ელექტრონული სავარჯიშო „ააწყე ტექსტი“.
 მასწავლებლის კომპიუტერი, უკაბელო ლოკალური ქსელი, როუტერი,  ბუკები, პროგრამა „კლასის მართვა“.

გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1.  საორგანიზაციო საკითხები: გაკვეთილის მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა.    2 წთ.

აქტივობა 2.  საშინაო დავალების შემოწმება: „ პატარა ბედუინის სიზმარი“.  დ. ჯავახიშვილის, თხრობით.     10 წთ.

აქტივობა 3. ახალი მასალის ახსნა:„ორი მეგობარი“,(ეზოპეს იგავი). 15 წთ.
1.      მოსწავლეებს კლასის მართვის პროგრამით ბუკებში ვუჩვენებ ჩემს მიერ მომზადებულ ელექტრონულ წიგნს PowerPoint-ში „ორი მეგობარი“, ( ეზოპეს იგავი). მოსწავლეები წაიკითხავენ ტექსტს,  შეასრულებენ კონკრეტულ დავალებას. უპასუხებენ დასმულ კითხვებს:
1.      სად მიდიოდა ორი მეგობარი?
2.      რა შეემთხვათ მათ? 
3.      როგორ მოიქცა ერთი მეგობარი? მეორე?
4.      რა ქნა დათვმა? როგორ გადაურჩნენ ისინი დათვს?
5.      რა არის ამ იგავის მთავარი სათქმელი?
6.       როგორი უნდა იყოს კარგი მეგობარი?
აქტივობა 4.  სავარჯიშო „ჩასვი გამოტოვებული სიტყვები“ ____ 8 წთ.
  მოსწავლეებს  სამუშაოდ დავურიგებ სავარჯიშოს, სადაც მოთხრობის სრული ტექსტი დანაწევრებულია. მოსწავლეები ინდივიდუალურად  აწყობენ ტექსტს, შემდეგ უზიარებენ მეწყვილეს და შეაქვთ შესწორებები. ბოლოს, შემოწმების მიზნით, ერთხელ კიდევ ხდება  მოთხრობის ტექსტის  წაკითხვა და შესრულებული სამუშაოს შემოწმება.
აქტივობა 5.  რაფთ-ი:    5 წთ.
   მოსწავლეებს  დავურიგებ  ფურცლებს და ვთხოვ შეასრულონ წერითი დავალება რაფთ ფორმატში, მათ უნდა მიწერონ წერილი მოთხრობის რომელიმე პერსონაჟს   (პირველ ან მეორე მეგობარს, დათვს), წერილში ახსნან, თუ რატომ მოისურვეს მათთვის მიეწერათ წერილი. დასრულებულ წერილებს მოსწავლეები  კითხულობენ და აფასებენ  ნაშრომებს.

აქტივობა 6.  გაკვეთილის შეჯამება    2 წთ.
·         რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
·         რა იყო საინტერესო დღევანდელ გაკვეთილზე?

აქტივობა 7.  შეფასება    2 წთ.
 შევაფასებ მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასებით, მივცემ რჩევებს და კომენტარებს ყველა მოსწავლეს.


აქტივობა 8. საშინაო დავალება „ორი მეგობარი,“ (ეზოპეს იგავი).  თხრობით   1 წთ.




გაკვეთილზე გამოყენებული ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები

http://www.toondoo.com/___კომიქსი____“ორი მეგობარი’

PowerPoint-ში ჩემს მიერ აწყობილი ელექტრონული წიგნი: „ორი მეგობარი“, ეზოპეს იგავი.
Word-ის ფურცელი დაბეჭდილი ტექსტით.




შეფასების საგანი (კრიტერიუმები)
მოსწავლე შეფასდება წინასწარ შედგენილი ცხრილის მიხედვით შემდეგი კრიტერიუმებით: ტექსტის კითხვა-ანალიზის მიხედვით, გაკვეთილზე ჩართულობა, ბუკში მუშაობა.

საჭირო რესურსები
ქართული ენის მე-3 კლასის სახელმძღვანელო, ავტორები ნ. გორდელაძე, თ. კუხიანიძე, მასწავლებლის კომპიუტერი,  როუტერი-კლასის მართვის პროგრამა, ბუკი, ინტერნეტი, დაფა, ცარცი, რვეული, კალამი.



No comments:

Post a Comment