Monday, July 15, 2019

გაკვეთილის თემა
„პაპა და შვილიშვილი“,  ვლადიმერ ასლამაზიშვილის მიხედვით
საგანი
ქართული ენა

მასწავლებელი ნანი კარელიძე
საფეხური, კლასი
დაწყებითი, მე-3 კლასი
ე. ს. გ.- ს შედეგები, ინდიკატორები
ქართ. დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა. 
       მოსწავლე:
·         ამოიცნობს ტექსტის თემას; 
·          ასახელებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
·         საკუთარი სიტყვებით, თანამიმდევრულობისა და აზრობრივი შესაბამისობის  დაცვით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს
·         ამოიცნობს ტექსტის შინაარსს სათაურის მიხედვით.

ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა
      მოსწავლე:
·         თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, ცდილობს დაიცვას სათანადო ტემპი;
·          ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდს, მცირე ზომის ტექსტებს;
·         ხმამაღლა კითხვისას იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.

ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე სხვადასხვა მიზნით.
         მოსწავლე:
·         გადმოსცემს კონკრეტულ ფაქტს/მოვლენას საკუთარი ცხოვრებიდან;
·         ადგენს მარტივ დიალოგებს;
·         თანამიმდევრულობის დაცვით  გადმოსცემს ინფორმაციას;
·         თანამიმდევრულობის დაცვით გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის/ტექსტის ეპიზოდის შინაარსს;
·         თანამიმდევრულად აგებს თხრობას;
·         ცდილობს ახლად შესწავლილი სიტყვების, ფრაზების გამოყენებას (მაგ., საინფორმაციო ტექსტების შედგენისას).

გაკვეთილის მიზნები
    მოსწავლემ შეძლოს ტექსტის  შინაარსის გაგება-გააზრება,  პერსონაჟების დახასიათება, მთავარი აზრის გამოყოფა.
გამოხატოს ტექსტის მიმართ  თავისი დამოკიდებულება.   შეძლოს ტექსტის ირგვლივ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა, საკუთარი აზრის დასაბუთება.
    იმუშაოს ბუკში, შეასრულოს კონკრეტული დავალება მასწავლებლის მიერ მითითებულ  საიტზე.

გამოყენებული მეთოდები
ვერბალური ახსნა, კითხვა-პასუხი, დემონსტრირების მეთოდი, შესაბამისობის დადგენა.
წინარე ცოდნა
მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის კითხვა, გაგება, გააზრება, მითითებული ფრაგმენტის მოძიება, კითხვებზე პასუხის გაცემა, ბუკში მუშაობა.

გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1.  საორგანიზაციო საკითხები: გაკვეთილის მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა.    2 წთ.

აქტივობა 2.  საშინაო დავალების შემოწმება: დედა ჩიტი“, ილია ჭავჭავაძის მიხედვით, თხრობით.     5წთ.


აქტივობა 3.  პრეზენტაციის ჩვენება- 5 წთ.
მოსწავლეებს კლასის მართვის პროგრამით ბუკებში ვუჩვენებ ჩემს მიერ მომზადებულ ელექტრონულ წიგნს PowerPoint-ში „პაპა და შვილიშვილი“. მოსწავლეები წაიკითხავენ ტექსტს, უპასუხებენ დასმულ კითხვებს, შეასრულებენ კონკრეტულ დავალებას.

აქტივობა 4.  ახალი მასალის განსამტკიცებლად  მოსწავლეებს დავავალებ, ჩემს მიერ გახსნილ საიტზე, ინტერნეტში შეასრულონ დავალებები ჩემს მიერ შექმნილ რესურსში, მივცემ ინსტრუქციას თუ როგორ იმუშაონ: https://learningapps.org/display?v=pv68neenc19 __სასწავლო აპლიკაციებში შესრულებული სავარჯიშო : ‘შეავსეთ გამოტოვებული სიტყვები“
https://learningapps.org/display?v=p01x62xea19 ___  ‘შეუსაბამე სურათს სახელი“
   კლასის მართვის პროგრამით დავათვალიებინებ ტექსტთან დაკავშირებით http://www.toondoo.com/MyToondoo.toon--ში  ჩემს მიერ  შექმნილ კომიქსს     ----25 წთ.

აქტივობა 5.  გაკვეთილის შეჯამება    2 წთ.
რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად? რა იყო საინტერესო დღევანდელ გაკვეთილზე?

აქტივობა 6.  შეფასება    2 წთ.
 შევაფასებ მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასებით, მივცემ რჩევებს და კომენტარებს ყველა მოსწავლეს.


აქტივობა 8. საშინაო დავალება „პაპა და შვილიშვილი“ თხრობით   1 წთ.




გაკვეთილზე გამოყენებული ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები

https://learningapps.org/display?v=pv68neenc19 __სასწავლო აპლიკაციები: შეავსეთ გამოტოვებული სიტყვები
https://learningapps.org/display?v=p01x62xea19 ___  შეუსაბამე სურათს სახელი

PowerPoint-ში ჩემს მიერ აწყობილი ელექტრონული წიგნი: „პაპა და შვილიშვილი“


შეფასების საგანი (კრიტერიუმები)
მოსწავლე შეფასდება წინასწარ შედგენილი ცხრილის მიხედვით შემდეგი კრიტერიუმებით: ტექსტის კითხვა-ანალიზის მიხედვით, გაკვეთილზე ჩართულობა, ბუკში მუშაობა.

საჭირო რესურსები
ქართული ენის მე-3 კლასის სახელმძღვანელო, ავტორები ნ. გორდელაძე, თ. კუხიანიძე, მასწავლებლის კომპიუტერი,  როუტერი-კლასის მართვის პროგრამა, ბუკი, ინტერნეტი, პროგრამა https://learningapps.org,  http://www.toondoo.com , დაფა, ცარცი, რვეული, კალამი.



    
          

No comments:

Post a Comment