Monday, July 15, 2019


                                                        რეფლექსია
     მე-3 კლასში ჩავატარე  გაკვეთილი თემაზე: ვლადიმერ ასლამაზიშვილის „პაპა და შვილიშვილი“.  დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი, ასევე შეფასების რუბრიკა.  გაკვეთილის მიზანი იყო ახალი ტექსტის გაცნობა, ტექსტის მიმართ გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულება, კომპიუტერში შეესრულებინათ  სავარჯიშოები.  აღნიშნული ტექსტი გავაკეთე პროგრამა PowerPoint-ში  და მოსწავლეებს წარვუდგინე ელექტრონული წიგნის სახით. ელექტრონული წიგნი სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტისგან განსხვავდება, მთლიანი შინაარსი წარმოდგენილია ლამაზად გაფორმებული ტექსტებითა და სურათებით, მოძრავი ანიმაციებით. ამის გამო იზრდება მოსწავლეთა ინტერესი შესასწავლი ტექსტის მიმართ. ასევე შეასრულეს სავარჯიშოები https://learningapps.org/display?v=pv68neenc19 -ში  __სასწავლო აპლიკაციებში უნდა შეევსოთ გამოტოვებული სიტყვები,  https://learningapps.org/display?v=p01x62xea19 ___  შეესაბამებინათ  სურათისთვის სიტყვები.  რესურსი სასწავლო პროცესის აუცილებელი კომპონენტია. საინტერესო რესურსი დადებით განწყობას უქმნის მოსწავლეს, განაწყობს პოზიტიურად და სწავლის მოტივაციას ამაღლებს. ჩემს მიერ შექმნილი და გამოყენებული რესურსების შედეგად გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია და ინტერესი შესასწავლი საკითხების მიმართ. სასწავლო პროცესი გახდა სახალისო და საინტერესო. მოსწავლეებმა უკეთ აღიქვეს და ისწავლეს, რადგან ტექსტი  და ილუსტრაციები ლამაზად არის გაფორმებული, შერწყმულია  მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებისათვის.
   ვფიქრობ, ჩემს მიერ ჩატარებულმა გაკვეთილმა ისტ-ის გამოყენებით, დადებითი შედეგი გამოიღო, რადგან მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ ამ რესურსების გამოყენებით, განსაკუთრებით https://learningapps.org-ში მუშაობით და სურვილი გამოთქვეს მომავალშიც შეესრულებინათ მსგავსი სავარჯიშოები.
   ვეცდები, მომავალში გაკვეთილები ხშირად ჩავატარო ისტ-ის გამოყენებით, მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული სასწავლო რესურსებით.


No comments:

Post a Comment