Tuesday, July 16, 2019

სოციალური პროექტის „ წითელას“ რეფლექსია


                       სოციალური პროექტის „ წითელას“ რეფლექსია
    პროექტის იდეა გაჩნდა იმიტომ, რომ ძალიან არის გავრცელებული „წითელა“.  საქართველოში  ზამთრის პერიოდში დაფიქსირდა  წითელას  335 შემთხვევა.
    ბოლო წლებში, წითელას ეპიდემიოლოგიამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც გამოიხატა შემთხვევათა შორის უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილების წილის ზრდაში.  საქართველოშიც, 2004-2005 წლების ეპიდემიიდან მოყოლებული და 2013 წლის ეპიდემიის პერიოდში წითელას შემთხვევების უმეტესობა დარეგისტრირდა  მოზრდილებში.  დაავადების მოზრდილ ასაკობრივ ჯგუფში „გადანაცვლებამ“ კი წამოჭრა ახალი პრობლემები, როგორიცაა მოზრდილ მოსახლეობაში დაავადების პრევენციისა და ეპიდემიურ აფეთქებაზე საპასუხო ღონისძიებების გატარების სირთულე, აგრეთვე დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობა და გართულებების მაღალი რისკი.
   2016-2017წლების მონაცემებით წითელას შემთხვევების მატება დაფიქსირდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში - რუმინეთში,  იტალიაში, ავსტრიაში, ტაჯიკეთში, ლიტვასა და ყაზახეთში, მათ შორის საქართველოშიც. 2019 წლის ზამთარში კვლავ  იჩინა თავი წითელას ეპიდემიამ საქართველოში.
  ამიტომ გადავწყვიტე მოსწავლეებთან ერთად განმეხორციელებინა პროექტი „წითელა“. პროექტი  დავიწყეთ მოსამზადებელი ფაზით.   მოსწავლეებს განვუმარტე პროექტის  მიზანი, გავაცანი პროექტებით სწავლების მეთოდის მიმდინარეობა და ის წესები, როგორც უნდა წარიმართოს პროექტი.  წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით შევავსებინე სქემის ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“  ნაწილები.
    პროექტის განხორცილების დროს მოსწავლეებთან ერთად მივაღწიე დასახულ მიზანს. ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. ბავშვები გავანაწილე ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს დავავალე სხვადასხვა აქტივობა.  ბავშვები ჯგუფებში ხალისით ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას, ერთმანეთს ეხმარებოდნენ. PowerPoint-ში გააკეთეს პრეზენტაცია, გამოუშვეს კედლის გაზეთი.
    მოსწავლეებს განუმტკიცდათ ურთიერთთანამშრომლობის უნარი, ისწავლეს ინფორმაციის მოძიების სხვადასხვა გზები.  პროექტის აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
   მომავალში ყველა პროექტს დავგეგმავ და განვახორციელებ ე.ს.გ-დან გამომდინარე.


                            მოსწავლის  ჯგუფში მუშაობის შეფასების სქემა
                      კრიტერიუმები
          დიახ
        არა
მოსწავლეს შეუძლია მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობაში. შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებათა მოსმენა, გათვალისწინება და განვითარება.


მოსწავლე უმიზეზოდ არ აცდენს ჯგუფის არცერთ შეხვედრას, კეთილსინდისიერად და დროულად ასრულებს დავალებას.


მოსწავლეს ჯგუფის სხვა წევრებთან პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა






 

No comments:

Post a Comment