საწრეო მუშაობა მათემატიკაში
წრის დასახელება:
„ვსწავლობთ მათემატიკას“
წრის ხელმძღვანელი: ნანი კარელიძე,
ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლა
საგანი: მათემატიკა
კლასი: დაწყებითი საფეხური, III კლასის მოსწავლეები
მეცადინეობა ჩატარდება 2018-2019 სასწავლო
წლის მე-2 სემესტრში კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, მე-6-ე გაკვეთილზე.
წრის მუშაობის ხანგრძლივობაა 45 წუთი.
მათემატიკის
წრის მუშაობის მიზანი
მათემატიკაში მოსწავლეთა არათანაბარი მომზადების გამო,
გადავწყვიტე მათემატიკის წრის ჩამოყალიბება მე-3 კლასში. წრეში გაერთიანდებიან სუსტი
მოსწავლეები.
წრის მიზანი: მოსწავლეთა
ცოდნის დონის გაღრმავება ე.ს.გ. განსაზღვრული საპროგრამო მასალის მოთხოვნების მიხედვით. მოსწავლეებმა
შეძლონ ნატურალურ რიცხვებზე მათემატიკური მოქმედებების შესრულება სხვადასხვა ხერხის
გამოყენებით. მათი შედარება, დალაგება მეტობა-ნაკლებობით.
მოსწავლეებს
განუვითარდეთ დაკვირვების, ანალიზის, სინთეზის, ლოგიკური აზროვნების უნარები. გაუღვივდეთ
მათემატიკის შესწავლის ინტერესი, დაეუფლონ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. გამოუმუშავდეთ მიღებული
ცოდნის შერჩევის უნარი მათემატიკური მოქმედებების შესრულების დროს. გაკვეთილზე შესწავლილი მასალის საფუძვლიანი ათვისება.
მათ.დაწყ.(III).1. მოსწავლეს შეუძლია ნატურალური რიცხვების გამოსახვა,
შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.
·
მოსწავლე
კითხულობს და გამოსახავს რიცხვებს, განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში;
ახდენს ათობითი პოზიციური სისტემის დემონსტრირება სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
·
ასახელებს რიცხვის ჩანაწერში სხვადასხვა თანრიგში მდგომი
ციფრის მნიშვნელობას, წარმოადგენს რიცხვს სათანრიგო შესაკრებების სახით.
·
ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს,
ასახელებს მოცემული რიცხვის უხლოეს ათეულს, ასეულს.
მათ.დაწყ.(III).2. მოსწავლეს შეუძლია შეკრება-გამოკლების
შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება.
·
კონკრეტული მაგალითისათვის ირჩევს და იყენებს ზეპირი
ანგარიშის (შეკრება-გამოკლება) სხვადასხვა ხერხს.
მათ. დაწყ. (III). 3. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების
შესრულება, მათი შეკრება-გამოკლების მოქმედებებთან და ერთმანეთთან დაკავშირება.
·
ახდენს გამრავლების მოქმედების მრავალჯერადი შეკრებით
დემონსტრირებას, ხოლო გაყოფის მოქმედების დემონსტრირებას- გროვის ტოლი რაოდენობის ჯგუფებად
დაყოფით.
მათ.დაწყ.(III).8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურის
ამოცნობა და აღწერა
·
ამოიცნობს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს
·
განასხვავებს ფიგურის ელემენტებს, ასახელებს წვეროს,
წიბოს, წახნაგს.
მათემატიკის
წრის წევრთა სია:
1.
ბესო ქიტიაშვილი
2.
გიორგი ხეთაგური
3.
ანნა მეხრიშვილი
4.
გვანცა ღვალაძე
5.
სოსო გოგიჩაშვილი
6.
რეზო გეგელაშვილი
7.
ოთარი ჩოჩიშვილი
მათემატიკის წრის სამუშაო გეგმა
N
|
თემის
დასახელება
|
აქტივობა
|
რესურსი
|
რიცხვი
|
1.
|
ვკითხულობთ და გამოვსახავთ რიცხვებს
|
100-მდე რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა, რიცხვების დაშლა სათანრიგო შესაკრებებად
|
დაბეჭდილი სამუშაო ფურცლები, კალამები, დაფა, ცარცი
|
30.01
|
2.
|
მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვები
|
რიცხვების ჩაწერა, რომელია წინა, რომელია მომდევნო. გამოტოვებული რიცხვის
ამოცნობა.
|
თაბახის ფურცლები, კალამები, დაფა, ცარცი
|
6.02
|
3.
|
რიცხვების შედარება
|
რიცხვების დალაგება ზრდადობითა და კლებადობით. მაგალითების შედგენა დამოუკიდებლად
|
დაბეჭდილი სამუშაო ფურცლები, კალმები
|
13.02
|
4.
|
ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვები, შედარება
|
ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების დაჯგუფება, შედარება, რომელია მეტი, რომელია
ნაკლები
|
თაბახის ფურცლები, კალმები, დაფა, ცარცი, ჩხირები, პატარა კუბიკები
|
20.02
|
5.
|
ათეულზე გადასვლით შეკრება-გამოკლება
|
რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებების
გამოყენება, რიცხვის 10-მდე შევსება. თამაში „გაიარე თაღქვეშ“.
|
თაბახის ფურცლები, კალმები, დაფა, ცარცი, ჯიპრაიდის სარეკომენდაციო აქტივობები
|
6.03
|
6.
|
რიცხვების გაორმაგება-განახევრება 100-ის ფარგლებში
|
რიცხვებზე მოქმედებების თვისებები, გაორმაგების, განახევრების მოქმედება
|
დაბეჭდილი თაბახის ფურცლები, კალმები, კუბიკები, ჩხირები
|
20.03
|
7.
|
ბრტყელი ფიგურები
|
ბრტყელი ფიგურების დასახელება, ამოცნობა. ფიგურის ელემენტების დასახელება,
ხელოვნების ნიმუშების ფოტოასლებში გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა.
|
თაბახის ფურცლები, ფანქრები, ჯიპრაიდის სარეკომენდაციო აქტივობები
|
27.03
|
8.
|
მონაცემების ამოკრება და დაჯგუფება ტექსტიდან
|
მონაცემების შეგროვება გამოკითხვით, მაგ: კლასში რამდენ ბავშვს უყვარს
სპორტი, ცეკვა, სიმღერა.
|
თაბახის ფურცლები, ფანქრები, კალმები, დაფა, ცარცი.
|
3.04
|
9.
|
შეკრებისა და გამოკლების სხვადასხვა ხერხები
|
ზეპირი შეკრებისა და გამოკლების სხვადასხვა ხერხების გამოყენება
|
დაბეჭდილი თაბახის ფურცლები, კალმები
|
10.04
|
10.
|
ორნიშნა რიცხვების შეკრება
|
შეკრების სხვადასხვა ხერხების დაუფლება, მაგალითების ამოხსნა.
|
დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, კალმები, ჩხირები
|
17.04
|
11.
|
ამოვიცნოთ ფიგურა
|
გეომეტრიული და სივრცითი ფიგურების ამოცნობა
|
ხელოვნების ნიმუშების სურათები, თაბახის ფურცლები, ფანქრები
|
24.04
|
12.
|
მოისაზრე
|
ამოცანები საზრიანობის გასააქტიურებლად
|
მე-3 კლასის (გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე) მათემატიკის სახელმძღვანელო,
რვეული, კალამი, დაფა, ცარცი
|
1.05
|
13.
|
ამოცანების ამოხსნა
|
ჯიპრაიდის სარეკომენდაციო სავარჯიშოები
|
თაბახის ფურცლები, კალამი, ბუკი
|
8.05
|
14.
|
ვიპ
|
სწრაფი აზროვნების უნარის გამომუშავება
|
დაბეჭდილი თაბახის ფურცლები, კალამი
|
15.05
|
15.
|
სამნიშნა, ოთხნიშნა რიცხვები
|
რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა
|
დაფა, ცარცი თაბახის ფურცლები, ფანქრები, საანგარიშო
|
22.05
|
16.
|
ასეულები, ათასეულები
|
აქტივობა: ვიცი, არ მეშლება
|
ბუკი, დაფა, ცარცი, რვეული, კალამი
|
29.05
|
17.
|
რიცხვების წარმოდგენა სათანრიგო ერთეულებად
|
რიცხვების დაშლა თანრიგებად
|
თაბახის ფურცლები, კალამი, დაფა, ცარცი
|
5.05
|
18.
|
შემაჯამებელი სამუშაო: რა ვისწავლეთ
|
კითხვარის შევსება
|
დაბეჭდილი თაბახის ფურცლები, კალამი
|
12.05
|
No comments:
Post a Comment